Resources
ეუთოს გზამკვლევი ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა
გზამკვლევი, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისთვის, წარმოადგენს ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას (ILP), როგორც თანამედროვე და პროაქტიურ სამართალდამცავ კონცეფციას და ტრადიციული, რეაქტიური ფორმების რეალურ ალტერნატივას. ბოლო წლებში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა იმედის მომცემი შედეგებით დაინერგა რიგ ქვეყნებში. იგი აერთიანებს ინფორმაციის შეგროვებას, შეფასებასა და ანალიზს. აგრეთვე, მოიცავს ანალიზზე დაფუძნებული (ინფორმაციაზე დაფუძნებული) გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და მექანიზმებს, რითაც უზრუნველყოფს ეროვნული სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიან მართვას.
ამ დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები, დასკვნები და სხვა ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ოფიციალურ პოზიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეუთო ცალსახად არის განსაზღვრული, როგორც დოკუმენტის ავტორი.