Resources
სახელმძღვანელო მითითებები უფლებადამცველთა უფლებების დაცვის შესახებ
წინამდებარე სახელმძღვანელო დაფუძნებულია ეუთოს ვალდებულებებზე და ადამიანის უფლებათა იმ საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებზე, რომელთა დაცვის ვალდებულება აიღეს წევრ სახელმწიფოებმა. სახელმძღვანელო მითითებებში გათვალისწინებულია ყველა ის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია უფლებადამცველების უფლებათა დაცვის კუთხით, მათ შორის გაეროს ზემოხსენებული დეკლარაცია. სახელმძღვანელო არ აწესებს ახალ სტანდარტებს და მიზნად არ ისახავს „სპეციალური“ უფლებების შექმნას უფლებადამცველთათვის, არამედ ორიენტირებულია იმ ადამიანთა უფლებების დაცვაზე, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას დგანან რისკის წინაშე. როგორც ასეთი, სახელმძღვანელო მიზნად ისახავს თითოეული პირის უფლების დაცვის ხელშეწყობას.
ამ დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები, დასკვნები და სხვა ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ოფიციალურ პოზიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეუთო ცალსახად არის განსაზღვრული, როგორც დოკუმენტის ავტორი.